თურქეთმა ტვიტერის მიკრობლოგები დააჯარიმა

თურქეთის ხელისუფლებამ სოციალური ქსელის – ტვიტერის მიკრობლოგებს 51 ათასი აშშ დოლარის ჯარიმის გადახდა დააკისრა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ სერვისმა ანკარის მოთხოვნა არ გაითვალისწინა, რომელმაც მას ტერორიზმის შემცველი პუბლიკაციების წაშლა დააკისრა.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ეს პირველი ფაქტია, როდესაც თურქეთის ხელისუფლება ტვიტერს აჯარიმებს. მანამდე რესპუბლიკის ხელისუფლებამ სოციალური ქსელი რამდენჯერმე დაბლოკა, ვინაიდან გარკვეული „კონტენტის“ წაშლის თხოვნა მან არ შეასრულა.
რამდენიმე თვის წინ ანკარის გელბაშის რაიონის სასამართლომ 96 საიტის სია შეადგინა, რომლებსაც ინტერნეტთან წვდომა შეეზღუდათ. ეს რესურსები ექსტრემისტული და ტერორისტული შინაარსის მასალებს შეიცავდა. საუბარია „ისლამური სახელმწიფოს“, „ქურთთა მუშათა პარტიის“ და „სახალხო გათავისუფლების რევოლუციური ფრონტის“ საქმიანობის პროპაგანდაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები