“წეროს” გამარჯვებულები გამოვლინდნენ

დღეს ლიტერატურულ კონკურს “წეროს“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ლიტერატურილი პრემია “წეროს” მფლობელი ლია ლიქოკელი გახდა მოთხრობისთვის “ხეების გამტყავებელი სანადიროდ მიდის”.
მეორე პრემია გადაეცა ნათია როსტიაშვილს მოთხრობისთვის “სუნთქვის შემგროვებელი” და მესამე პრემია ანი გიგაშვილს ერგო, მოთხრობისთვის “დედაჩემი ლოცულობს”.
ჟიურის პრიზი კი, რეზო ნასარიძემ მოთხრობისთვის“ურობოროს” მიიღო.
პირველი პრემიის მფლობელს 4000 ლარი, მეორე პრემიისას – 2000 ლარი, ხოლო მესამე პრემიის მფლობელს 1000 ლარი გადაეცა. ჟიურის რჩეულს კი – 500 ლარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები