ანა დოლიძე „გარდამავალი სამართლის საერთაშორისო ცენტრის“ დელეგაციას შეხვდა

საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციის „გარდამავალი სამართლის საერთაშორისო ცენტრის“ დელეგაცია იმყოფება. დღეს ორგანიზაციის წარმომადგენლები – პროგრამის მთავარი მრჩეველი ჰოვარდ ვარნი და მკვლევარი პატრიკ პირსი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ მიიღო.
„გარდამავალი სამართლის საერთაშორისო ცენტრის“ წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტის მიზანს ადამიანის უფლებათა დარღვევის კუთხით ჩადენილი დანაშაულების კვლევა წარმოადგენს. ანა დოლიძემ სტუმრებს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის დაცვის, წარსულში ამ კუთხით ჩადენილი დანაშაულებისა და აღნიშნული მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ვიზიტის ფარგლებში ექსპერტები ასევე იკვლევენ თუ რამდენად საჭიროა საქართველოში გარდამავალი სამართლის კუთხით რაიმე მექანიზმის შექმნა. ადამინის უფლებების დარღვევების გამოკვლევის მიზნით მსგავსი სახის ორგანიზაციები უკვე ფუნქციონირებენ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, არგენტინასა და აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები