სახლი, რომელიც სიღნაღში იწვის, ჯონ ვურდემანს ეკუთვნის

სახლი, რომელიც სიღნაღში ამ დრომდე იწვის, ამერიკელ ჯონ ვურდემანს ეკუთვნის. იგი კახეთში 1998 წლიდან ცხოვრობს და ხელმძღვანელობს მის მიერვე დაფუძნებულ კომპანიას, რომელიც ქართული ღვინის წარმოებითაა დაკავებული.
როგორც ცნობილია, ვურდემანი ამ დროისთვის თბილისში იმყოფება. ჯერჯერობით უცნობია, არიან თუ არა ხანძრის შედეგად დაშავებულები.
შეგახსენებთ, რომ ძლიერი ხანძარი სიღნაღში ცოტა ხნის წინ გაჩნდა. ცეცხლის ჩაქრობას 13 სახანძრო ბრიგადა ცდილობს.

წყარო: “რუსთავი 2”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები