ბოლივუდის ვარკვლავი მუმბაის უზენაესმა სასამართლომ უდანაშუალოდ ცნო

ინდოეთის ქალაქ მუმბაის უმაღლესმა სასამართლომ ბოლივუდის ვარსკვლავის სალმან ხანის ვერდიქტი გააუქმა და ის უდანაშაულოდ ცნო. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ხანი 2002 წელს უპატრონო ადამიანის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაში იყო ბრალდებული. გამოძიებამ დაადგინა, რომ ხანი მანქანით ხუთ ადამიანს დაეჯახა, რომელთა შორის ერთი გარდაიცვალა.
მიმდინარე წლის მაისში სასამართლომ ხანს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თავად ვარსკვლავი ამტკიცებდა, რომ საჭეს მისი მძღოლი მართავდა, მაგრამ, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ის ავტომანქანას თავად მართავდა და ავარიის მომენტში არაფხიზელი იყო.
უზენაესმა სასამართლომ კი, სადაც აპელაცია იყო შეტანილი, გადაწყვიტა, რომ მხოლოდ პოლიციელის ჩვენება, რომელიც 2007 წელს გარდაიცვალა, მსახიობის ბრალის დამამტკიცებელი ვერ იქნება. პროკურატურა, სავარაუდოდ, ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
ხანი ბოლივუდის ერთ-ერთ პოპულარულ მსახიობად ითვლება. ის 80-ზე მეტ ფილმშია გადაღებული, რომელთა შორის ბევრი კომერციულად ძალზე მომგებიანი აღმოჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები