ინტერპოლმა, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის გამო, რუსეთის მოქალაქეზე ძებნა გამოაცხადა

ინტერპოლმა რუსეთის მოქალაქეზე – ანატოლი ზემლიანკაზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. „ბი-ბი-სის“ ცნობით, ეს პიროვნება „ისლამური სახელმწიფოს“ ვიდეორგოლზეა გამოსახული. ტერორისტის ფოტოს გარდა, ინტერპოლი მის სიმაღლეს და თმის ფერს აქვეყნებს. იქვე წერია, რომ ზემლიანკა 28 წლისაა და ის ტიუმენის ოლქის ქალაქ ნოიაბრსკიში დაიბადა. ამ ადამიანის აღმოჩენის შემთხვევაში ინტერპოლი მის დაუყოვნებლივ დაკავებას მოითხოვს. რამდენიმე დღის წინ ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ მან ამოიცნო მამაკაცი, რომელიც რუსეთის მკვიდრ მაგომედ ხასიევს კლავს. ამ ვიდეოზე ხასიევი აღიარებს, რომ ის რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ჯაშუშია. ამი შემდეგ ტელეარხმა „ლაიფ ნიუსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საუბარია ანატოლი ზემლიანკაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები