„ისლამური სახელმწიფოს“ რამდენიმე ლიდერი ავიაიერიშის შედეგად მოკლეს

„ისლამური სახელმწიფოს“ „ხაზინადარი“ აბუ სალეხი უპილოტო საფრენი აპარატის ავიაიერიშის შედეგად მოკლეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, სალეხთან ერთად ლიკვიდირებულია ISIS-ის კიდევ ორი მაღალჩინოსანი. ეს ინფორმაცია პენტაგონმაც დაადასტურა. დამატებითი დეტალები უცნობია.
აბუ სალეხი აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ანტიტერორისტული სანქციების სიაში შედიოდა. ის ერაყის მოქალაქე იყო და, აშშ-ის სპეცსამსახურების თქმით, ტერორისტული დაჯგუფების ფინანსური სტრუქტურის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წარმომადგენელი იყო. „ამ პიროვნების და მისი წინამორბედების განადგურებამ ამ ორგანიზაციის ფინანსური საქმიანობის კოორდინაციას სერიოზული ზიანი მიაყენა“, – განუცხადა „ბი-ბი-სის“ პენტაგონის წარმომადგენელმა. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის საერთაშორისო კოალიციის კოორდინატორმა ბრეტ მაკგირმა განაცხადა, რომ ISIS-ის წევრები ამ დაჯგუფების ფინანსური სტრუქტურის განადგურების ფარგლებში მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები