რადის დეპუტატი სააკაშვილს ფულის გაფლანგვაში ადანაშაულებს – ვიდეო

ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის გუნდს საქველმოქმედო ფონდის თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებენ. ეს ფონდი სამხედროების რეაბილიტაციისთვის შეიქმნა, რომლებიც დონბასში იბრძოდნენ. ამის შესახებ ტელეარხი „როსია-24“ იუწყება. „პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ წევრის დიმიტრი გოლუბევის განცხადებით, ფული ბანკეტების მოწყობაზე, შოუბიზნესის ვარსკვლავების ჰონორარებზე, ძვირად ღირებულ ავტომანქანებზე და თვითპიარზე იხარჯება. ამის საპასუხოდ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ადამიანი, რომელიც მას ფულის გაფლანგვაში ადანაშაულებს, თავის დროზე ძარცვისთვის ციხეში იჯდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები