სან-ბერნარდინოს სროლის საქმეში „რუსული კვალი“ აღმოაჩინეს

აშშ-ის ქალაქ სან-ბერნარდინოში მომხდარი სროლის საქმეში ამერიკელმა სამართალმდაცველებმა „რუსული კვალი“ აღმოაჩინეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
შეგახსენებთ, რომ კალიფორნიის ამ ქალაქში სროლის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა. აღმოჩნდა, რომ ენრიკე მარკესი, რომელმაც თავდასხმის მონაწილეებს – ტაშვინ მალიკს და საიდ რიზვანს ორი შაშხანა გადასცა და რომელიც საიდ რიზვანის ნათესავია, რუს ემიგრანტ ქალზე, მარია ჩერნიხზეა დაქორწინებული, რომელიც, თავის მხრივ, მეორე მსროლელის ნათესავიც არის.
შეგახსენებთ, რომ სროლა კალიფორნიის ქალაქ სან-ბერნარდინოში 3 დეკემბერს მოხდა. მალიკმა და ფარუკმა 14 შეუიარაღებელი პირი მოკლეს და ოცამდე დაჭრეს. ისინი მიმალვას შეეცადნენ, მაგრამ პოლიციამ ორმხრივი სროლის დროს ტერორისტები მოკლა. წყვილის სახლის ჩხრეკის დროს დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები, ასევე 12 თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები