ვენესუელის პრეზიდენტმა მთავრობა გადააყენა

ვენესუელის პრეზიდენტმა მთავრობა გადააყენა. ეს გადაწყვეტილება ქვეყნის მეთაურმა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიიღო, რომელზეც ოპოზიციამ გაიმარჯვა. მადურომ განაცხადა, რომ ქვეყანაში აუცილებელია „აღმასრულებელი ხელისუფლების შიგნით ცვლილებების შეფასება“.
ვენესულაში ბოლო დროს მრავალი პრობლემა დაგროვდა, რომლებიც ნავთობზე ფასების დაცემით არის გამოწვეული. ამან ქვეყანაში სასურსათო კრიზისი და ჰიპერინფლაცია გამოიწვია.
ახლა მადუროს მოქმედების რამდენიმე ვარიანტი აქვს. მას შეუძლია, მთავრობაში გამოცდილი მენეჯერები დანიშნოს, რომლებიც პრობლემების ნაწილს მაინც გადაჭრიან, ანდა შეარჩიოს მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე სუსტი შემადგებლობა, რომელთა გადადგომის შემდეგ პრეზიდენტს შეუძლია პარლამენტის დაშლა და ხელახალი არჩევნების დანიშვნა.
პარლამენტის დღევანდელი შემადგენლობა, ნიკოლას მადუროს, ბუნებრივია, არ აწყობს. ბოლო არჩევნებში ოპოზიციამ პარლამენტში 167-დან 112 ადგილი მოიპოვა, რაც 67%-ს უდრის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები