10 დეკემბერი

09:30
NEW
სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში” საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ორგანიზებით „სოფლის მეურნეობის, გარემოსა და სასოფლო დასახლებების სტატისტიკის სტრატეგიული განვითარების გეგმის“ დოკუმენტის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება.
10:30
არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციის“ აღმასრულებელი დირექტორი გურამ ადამაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: როგორ ცდილობს „ნაციონალური მოძრაობა“ ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესის შეფერხებას. „კვირას“ ახალი მისამართია: ფოთის ქუჩა #15. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
11:00
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ და ქ. თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, განცხადებას გააკეთებენ. მისამართი: ქ. თბილისი, თავისუფლების მოედანი #2, საკონტაქტო პირი: ცაბო გუგუნაშვილი 599 01 03 44
11:00
თბილისის საკრებულოს წარმომადგენელი „რესპუბლიკური პარტიიდან“ დავით ზურაბიშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემები: „რესპუბლიკელების“ კონფიგურაცია მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის – დამოუკიდებლად თუ კოალიციის შემადგენლობაში; პატიმართა შეწყალება და პოლიტიკური სპექტრის დამოკიდებულება აღნიშნულ თემაზე; თბილისის ბიუჯეტი, რომელსაც საკრებულო ხვალ განიხილავს; სხვა მიმდინარე საკითხები. მისამართი: ფოთის ქუჩა #15. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
11:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში სააქციო საზოგადოება „მაუდის“ წარმომადგენელი, უფლებადამცველი ირმა ვაჭარაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: შერჩევითი სამართალი – სასამართლო გადაწყვეტილება.
E1
11:00
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დასრულებულ და მიმდინარე იფრასტრუქტურულ პროექტებზე, ასევე სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფ სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით განსახორციელებელ ცვლილებებზე ბრიფინგს გამართავს.
11:00
NEW
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება. მის: ქუთაისი, დარბაზი N301
11:30
თბილისის საკრებულოს წარმომადგენელი „ნაციონალური მოძრაობიდან“ მამუკა ახვლედიანი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემები: დედაქალაქის ბიუჯეტი; ვერეს ხეობის განვითარების კონცეფცია; სტიქიით დაზარალებულები და სხვა მიმდინარე. მისამართი: ფოთის ქუჩა #15. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
11:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: მოლაპარაკებები „გაზპრომთან“, ალეკო ელისაშვილის განცხადება, რუსეთი „ისლამურ სახელმწიფოს“ ატომური იარაღით ემუქრება, კიევის ყოფილი მერის პოლტიკაში მოსვლა
11:30
NEW
თბილისში, საქართველოს ლატარიის კომპანიის ბეთინგ ცენტრში (მელიქიშვილის #16) ჯეკპოტის გამარჯვებულს კუთვნილი მოგება გადაეცემა.

12:00
“პირველ პრესკლუბში” ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი და ყოფილი პოლიტპატიმარი ვახტანგ მაისაია ბრიფინგს გამართავენ. თემა: პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით ელისაშვილის განცხადებები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
12:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში თბილისის საკრებულოს წევრი კობა კობალაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: შენიშვნები დავით ნარმანიას, ბოტანიკური ბაღის გარშემო მიმდინარე პროცესი, თბილისის მერიის ანგარიში
12:00
NEW
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის აპარატის უფროსი ნანა თალაკვაძე პარლამენტის სტაჟიორებთან და პრაქტიკანტებთან შეხვედრას გამართავს. მის: თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
12:30
“პირველ პრესკლუბში” საკრებულოს წევრი გულიკო ზუმბაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემები: თბილისის მერის ანგარიში, პრობლემები თვითმმართველობაში. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
14:00
NEW
მაკდონალდსი დიღმის ადაპტირებულ რესტორანში სოციალური საწარმო „ქედელი“-სა და კოჯრის შშმ ბავშვთა სახლის ბენეფიციარებს უმასპინძლებს.
E1
14:00
NEW
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დიდი ბრიტანეთის ელჩის, ალექსანდრა ჰოლ ჰოლის საკომიტეტო მოსმენა გაიმართება. მის: ქუთაისი, დარბაზი N304
17:00
NEW
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, საქართველოს სახალხო დამცველის, გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროკავშირის დელეგაციის თანაორგანიზებით და მხარდაჭერით, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. მის: ქუთაისი, საქართველოს პარლამენტი, 0 სართული, აღმოსავლეთ ფოიე
18:30
გაიმართება ჰიროტაკე მაედას ფოტო გამოფენა: „რაც ვნახე საქართველოში: ოცი წელი ქართულ-კავკასიურ სამყაროსთან 1995-2015“. მხარდამჭერი: იაპონიის საელჩო საქართველოში. მის: თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. N 8
19:00
“თიბისი არტ გალერეა” ფოტოდოკუმენტალისტის, გოგა ჩანადირის საქველმოქმედო გამოფენას, „აეროფოტოები“ უმასპინძლებს. გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა „იმედის გმირის“, ქველმოქმედის, დავით კინწურაშვილის მკურნალობას მოხმარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები