დამნაშავე, რომელსაც პოლიცია დასაჭერად მისდევდა, ნიანგმა შეჭამა

 აშშ-ს ფლორიდის შტატის მკვიდრმა მეთიუ რიგინსმა, რომელსაც პოლიცია დასაჭერად მისდევდა, ერთ-ერთ ტბაში შეცურა, სადაც ის ნიანგის მსხვერპლი გახდა. ამის შესახებ WFTV Channel9 იუწყება.
რიგინსს პოლიცია მას შემდეგ დაედევნა, რაც მან, თანამზრახველთან ერთად, ერთ-ერთი სახლის გაქურდვა სცადა. მეზობელმა ფაქტის შესახებ სამართალდამცველებს აცნობა. ბრალდებულის დევნის ოპერაციაში მანქანები და ვერტმფრენები მონაწილეობდნენ.
რიგინსი ერთ-ერთ ტბაში შევიდა, რა დროსაც მას 3,3 მეტრის სიგრძის ალიგატორი დაესხა თავს. თავდაპირველად პოლიციას ეგონა, რომ მეთიუ რიგინსმა მიმალვა შეძლო. მისი სხეულის ნაწილები ტბაში მხოლოდ 10 დღის შემდეგ იპოვეს. ფლორიდის კანონმდებლობის მიხედვით, ნიანგი, რომელიც ადამიანს თავს დაესხა, უნდა მოკლან. სპეციალისტებმა რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ რეპტილია დაიჭირეს და სასიკვდილო ინიექცია გაუკეთეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები