სვანეთში დიდთოვლობამ მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა

სვანეთში დიდთოვლობის გამო რამდენიმე სოფელთან მისასვლელი გზები ჩაკეტილია. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები. როგორც “კვირას“ მესტიის გამგებელმა კახა ჟორჟოლიანმა განუცხადა, ამ დროისთვის შვიდ სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. მისი თქმით, დიდთოვლობის გამო გზის გაწმენდითი სამუშოების დაწყება ვერ ხერხდებოდა.
„შვიდ სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. დღეს თოვა შეწყდა. ვიმედოვნებთ, რომ ხვალ საღამოდან შესაძლებელი გახდება გზის გაწმენდა და, შესაბამისად, დაიწყება ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაობი, ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელი გზა გაწმენდილია და ღნიშნულ მონკვეთზე გადაადგილება თავისუფალია“, – განუცხადა “კვირას“ ჟორჟოლიანმა.
სვანეთში ერთი კვირის განმავლობაში გადაუღებლად თოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები