გიგლა აგულაშვილი ესტონეთის რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრს შეხვდა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი პარიზში გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 21-ე კონფერენციის ფარგლებში ესტონეთის რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრს, მარკო პომერანტს შეხვდა.
როგორც “კვირას” სამინისტროდაც აცნობეს, ორი ქვეყნის გარემოს დაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობა ატმოსფერული ჰაერის დაცვის, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული შედეგების შერბილების, წყლის რესურსების მართვის, ტყის მდგრადი მართვის ნარჩენების მართვისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით ხორციელდება. საქართველო გარემოს დაცვის სფეროში, ესტონეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში გატარებული რეფორმების გამოცდილებას გაიზიარებს. მხარეები მომავალში ესტონეთში არსებული ნარჩენების ინოვაციური გადამუშავების სისტემაზე ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების მიმართულებითაც იმუშავებენ.