პარიზიდან სან-ფრანცისკოში მიმავალი თვითმფრინავი ტერაქტის საფრთხის გამო მონრეალში დაჯდა

ავიაკომპანია „ეარ-ფრანსის“ თვითმფრინავი, რომელიც პარიზიდან სან-ფრანცისკოში მიფრინავდა, კანადის ქალაქ მონრეალში აფეთქების საფრთხის გამო დაჯდა. ამის შესახებ ტელეარხი WXIA-TV იუწყება.
სააგენტო „ფრანს-პრესის“ ინფორმაციით, თვითმფრინავის საგანგებო დაფრენა ანონიმური ზარის შემდეგ მოხდა. უცნობმა ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ განაცხადა. ამჟამად პოლიცია თვითმფრინავს ამოწმებს.
მსგავსი შემთხვევები ბოლოს დროს, განსაკუთრებით კი პარიზის ტერორისტული შეტევების შემდეგ, ძალზე ხშირად ხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები