რუსთაველის თეატრში პრემიერაა

დღეს, 19:00 საათზე რუსთაველის თეატრში პრემიერაა. რეჟისორ დავით საყვარელიძის სპექტაკლი „ლისისტრატე“ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგაა მიმართული. მონაწილეობენ: მანანა აბრამიშვილი, მანანა გამცემლიძე, თამთა ინაშვილი, ნინო კასრაძე, ნანა ლორთქიფანიძე, რუსუდან მაყაშვილი, ეკა მოლოდინაშვილი, ია სუხიტაშვილი, ქეთი ხიტირი, ლაშა ჯუხარაშვილი. სპექტაკლი დაიდგა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები