ოზურგეთში, სოლარიუმ “ოვაციაში” ხანძარი გაჩნდა

გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სილამაზის სალონ “ოვაციაში” ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი იმ ადგილზე გავრცელდა, სადაც განთავსებული იყო სოლარიუმის აპარატი. ხანძრის გაჩენა, სავარაუდოდ, გაუმართავმა ელექტროსადენებმა გამოიწვია.
როგორც “კვირას” გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსმა პაატა ლომსაძემ განუცხადა, აღნიშნული შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
მისივე ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები