დიღმის მოსახლეობას დღეს გაზის მიწოდება შეუწყდება
დღეს დიღმის მცხოვრებლებს გაზის მიწოდება შეუწყდებათ. “ყაზტრანსგაზ-თბილისის” ინფორმაციით, 8 დეკემბრის 11.00 საათიდან 15.00 საათამდე გაზის მიწოდება შეუწყდება დიღმის საცდელი მეურნეობის კერძო სექტორის ნაწილს (დიღომი 7 და დიღომი 8), ფერაძის ქუჩისა და აღმაშენებლის 12კმ-ზე მდებარე საცხოვრებელი სახლების მოსახლეობას, ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ კომერციულ ობიექტებს, მათ შორის შავი ზღვის უნივერსიტეტს (400-მდე აბონენტი).