დიმიტრი ქუმსიშვილი ხვალ ლატველ კოლეგასთან ერთად მთავრობათაშორისი კომისიის სხდომას გახსნის

საქართველოში ვიზიტად მყოფი ლატვიის ეკონომიკის მინისტრი დანა რეიზნიცე-ოზოლა ხვალ საქართველოს ეკონომიკისა მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად ეკონომიკური, სამრეწველო, სამეცნიერო და ტექნიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომას გახსნის.
ოფიციალური ინფორმაციით, სხდომაზე განიხილავენ ვაჭრობის, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტურიზმის, სპორტის, ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის, მეცნიერების, განათლების, კულტურის, რეგიონული განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის, ინტელექტუალური საკუთრების, კვლევისა და განვითარების, ასევე ჯანმრთელობის, დასაქმების, საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების საკითხებს.
კომისიის დასრულების შემდეგ კომისიის სხდომის ოქმს მოეწერება ხელი.
ვიზიტის ბოლოს, ლატვიის ეკონომიკის მინისტრი დანა რეიზნიცე-ოზოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიას დაათვალიერებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები