შსს-მ არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისის ქურდობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ქუთაისში არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდულ ორგანიზაციათა სახლის” ოფისი გაქურდეს. ორგანიზაციის წარმომადგენლების ინფორმაციით, წაღებულია 4 კომპიუტერი და მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ქურდობის ფაქტზე უწყებამ გამოძიება უკვე დაიწყო და მიმდინარეობს ოპერატიული მოქმედებები. საქმე აღძრულია სსკ-ის 177-ე მუხლით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები