აიუფ ბორჩაშვილისა და მასთან ერთად დაკავებულების პროცესი დღეს განახლდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირის ბრალდებით დაკავებულის აიუფ ბორჩაშვილისა და მასთან ერთად დაკავებული სამი ბრალდებულის სასამართლო პროცესი დღეს განახლდება.
დაცვის მხარის განცხადებით, საქმის მასალებს გრიფი „საიდუმლო“ ადევს და მათთვის უცნობია, რა მტკიცებულებებზეა საუბარი.
შეგახსენებთ, 2015 წლის ივნისში პანკისელი აიუფ ბორჩაშვილი და მასთან ერთად კიდევ სამი პირი დააკავეს. მათ ბრალად ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და გადაბირება ედებათ, კერძოდ, ბრალდების მასალების მიხედვით, საუბარია 17 წლის მუსლიმ კუშტანაშვილისა და 18 წლის რამზან ბაღაკაშვილის სირიაში გამგზავრებაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები