საქართველოს საგარეო უწყება Charlie Hedbo-ს რედაქციაზე განხორციელებული თავდასხმის გამო შეშფოთებას გამოხატავს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სატირული ჟურნალის – Charlie Hedbo რედაქციაზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს.
საგარეო უწყება გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს თანაუგრძნობს და სოლიდარობას უცხადებს საფრანგეთის მთავრობსა და ხალხს. “ეს ბარბაროსული აქტი, რომელიც პრესისა და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ განხორციელდა, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს რადიკალური იდეოლოგიებიდან მომდინარე საფრთხეების სერიოზულობას და ტერორიზმის, როგორც ერთ-ერთი მთავარი გლობალური გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლისათვის საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირებული ძალისხმევის მნიშვნელობას”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 7 იანვარს პარიზში, ჟურნალ Charlie Hedbo-ს რედაქციაში შეიარაღებული თავდამსხმელების შეჭრის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 10-ზე მეტი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები