პროსტიტუცია ბათუმის სასტუმროებსა და დისკოკლუბებში – დაკავებულია ორი პირი 

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ამავე დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, 1953 წელს დაბადებული, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ომერ ი. და 1949 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე უსუფ თ. დააკავეს, ხოლო 1973 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე ლეილა კ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ბათუმში, დროებით მფლობელობაში არსებული სასტუმროებისა და დისკოკლუბების ფართებს, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ქალბატონებს პროსტიტუციისთვის უთმობდნენ. სამართალდამცველებმა სასტუმროებისა და დისკოკლუბების მომსახურე პერსონალი და ქალბატონები მოწმის სახით დაჰკითხეს.
გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები