შსს-მ სამარშრუტო ტაქსის მძღოლის დაშავების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

სამარშუტო ტაქსიში ასაფეთქებელი ნივთიერების აფეთქების ფაქტზე შსს-მ ცხელ კვალზე ერთი პირი დააკავა, – ამის შესახებ „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით საქმე სსკ-ის 187-ე მუხლით არის აღძრული, რაც ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, სამარშუტო ტაქსის მძღოლმა ასაფეთქებელი ნივთიერების აფეთქების შედეგად თვალი დაკარგა.
შემთხვევა გუშინ შუადღეს, დაახლოებით სამი საათისთვის მოხდა.
როგორც „კვირას“ ერთ-ერთმა თვითმხილველმა მარიამ ბობოხიძემ განუცხადა, ვორონცოვის მოედანზე, N 198 სამარშუტო ტაქსი ორმა ახალგაზრდამ გააჩერა. ერთ-ერთმა მძღოლს ჰკითხა, კონკრეტულ უბანს თუ გაივლიდა, ამასობაში კი მეორემ მძღოლის მიმართულებით ე. წ „ხლაპუშკა“ ისროლა. მისივე თქმით, მძღოლმა ერთი ასაფეთქებლის მოგერიება მოახერხა, მეორე კი სახესთან აუფეთქდა, შედეგად თვალი დაკარგა და სახე დაუზიანდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები