აფრიკაში ტერაქტმა 27 ადამიანი იმსხვერპლა – დაჭრილია 80-ზე მეტი მოქალაქე
აფრიკაში, ჩადის ტბის ტერიტორიაზე ტერაქტი მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმკვლელმა ტერორისტებმა თავი კუნძულის ყველაზე ხალხმრავალ ადგილზე, ბაზართან აიფეთქეს. შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა, 80-ზე მეტი კი დაიჭრა.
ტერაქტი დაახლოებით ერთი საათის მოხდა. როგორც ცნობილია ადგილზე სასწრაფო დახმარების და სამაშველო ჯგუფები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია.