თინა ხიდაშელი: სპეცუბნები არ უნდა არსებობდეს
თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ სპეცუბნები არ უნდა არსებობდეს. როგორც ხიდაშელმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მისი პოზიცია სპეცუბნებთან დაკავშირებით არ შეცვლილა. თავდაცვის მინისტრი იმედოვნებს, რომ ის კომისია, რომელიც პარლამენტში ზვიად ძიძიგურის ხელმძღვანელობით რეფორმის ფარგლებში შეიქმნა, ამ ტიპის საკითხებსაც გაითვალისწინებს.
“ჩვენ – თავდაცვას გვაქვს ეს დავალება მიღებული, რომ რაც ეხება სამხედრო მოსამსახურეებს, მათთან დაკავშირებით ჩვენი ვერსია და წინადადებები წარმოვადგინოთ. ეს წინადადებები დიდი ხანია გამზადებულია და ველოდებით ამ დისკუსიის დაწყებას”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.