ლალი მოროშკინა: ხმა არავინ ამოიღოს ჩვენს ვარგისიან-უვარგისობაზე!

“ხმა არავინ ამოიღოს ჩვენს ვარგისიან-უვარგისობაზე!” – ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ჟურნალისტი ლალი მოროშკინა წერს და საზოგადოებას გუშინდელი სპექტაკლის შესახებ ემოციებს უზიარებს.
„ხმა არავინ ამოიღოს ჩვენს ვარგისიან-უვარგისობაზე! რუსთაველის სცენაზე პატიმრები სპექტაკლს თამაშობდნენ… 80 პატიმარი! პარტერში იჯდა. სპექტაკლს პატრიარქი, პრემიერი, სასჯელაღსრულების მინისტრი, მთავრობა, დიპლომატები, უფლებადამცველები, ყოფილი პატიმრები და მათი ოჯახები ესწრებოდნენ.
სპექტაკლის მერე პატრიარქმა ყველა დალოცა… მისი უწმინდესობის წასვლის შემდეგაც ხალხი არ იშლებოდა.. სცენაზე მყოფ პატიმრებს ყვავილებით და საჰაერო კოცნებით აჯილდოვებდნენ… ვერცერთი ევროპული ქვეყანა ვერ შეგვედრება ასეთი მდუმარე-ტკივილიანი გასუსებით… მიყვარხართ, კეთილო ქართველებო…“ – წერს ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, რუსთაველის თეატრში N5 (ქალთა) პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა ქალებმა, რუსთაველის თეატრის მსახიობის გიორგი ზანგურის მონაწილეობით, სცენაზე სპექტაკლი – „ჩემი მძევალი ანგელოზები“ ითამაშეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები