კოლუმბიის სანაპიროსთან 300-ზე მეტი წლის წინ ჩაძირული ესპანური გემი აღმოაჩინეს

კოლუმბიის სანაპიროსთან ესპანეთის მეფე ფილიპე მეხუთეს გემი აღმოაჩინეს, რომელიც 1708 წელს ინგლისურმა ესკადრამ ჩაძირა. გემზე ზურმუხტის, ასევე ოქროს და ვერცხლის მონეტების ტვირთია.
ეს ინფორმაცია კოლუმბიის პრეზიდენტმა ხუან მანუელ სანტოსმა გაავრცელა. „მშვენიერი ახალი ამბავია! კარტახენის სიახლოვეს ძველი ესპანური გემია აღმოჩენილი. დეტალებს პრესკონფერენციაზე შეგატყობინებთ“,- დაწერა სანტოსმა ტვიტერში. ესპანეთის მეფის გემი ქალაქ კარტახენასთან მომხდარი ბრძოლის შედეგად, სანაპიროდან 16 მილში 1708 წლის 8 ივნისს ინგლისურმა ესკადრამ ჩაძირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები