5 დეკემბერი

10:00
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით და კლინიკური ონკოლოგიის საქართველოს საზოგადოების ორგანიზებით კიბოს კონტროლისა და სკრინინგის მე-4 საერთაშორისო კონფერენცია გამიართება

11:00
ვერეს ხეობის სივრცით-ტერიტორიული განვითარების კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართება. მისამართი : შარტავას №7, თბილისის მერია, მე-20 სართული. საკონტაქტო პირი : ლილე ხმალაძე 599 27 06 46

16:30
“ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია” და ავტომობილის იმპორტიორები “მოდულთან” აქციას გამართავენ და გააპროტესტებენ შსს-ს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც მარჯვენა საჭიანი მანქანების აკრძალვას და უკანონო თვალთვალის დაკანონებას ითვალისწინებს. ტელ: 598549484

17:00
თიბისი გალერეა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პროექტს – „ღალიის ქართველთა მონასტერი კუნძულ კვიპროსზე – არქეოლოგიური მონაპოვარი“ ექსკლუზიურად უმასპინძლებს.

19:00
„არტ-ჰოლში“ ხალხური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი „ნართების“ კონცერტი გაიმართება. მისამართი: ნაძალადევის რაიონი, დადიანის ქ. 26 (სკვერთან).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები