მთაწმინდის რაიონში ISO სერტიფიკატის ხარისხის მქონე სტადიონი გაიხსნა

დედაქალაქის მინიციპალიტეტის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატისა და გამგეობის ერთობლივი ძალისხმევით, უბნის მოსახლეობისა და N20 სკოლის დირექციის თხოვნის საფუძველზე, მთაწმინდის რაიონში ISO სერტიფიკატის ხარისხის სტადიონი მოეწყო, რომელიც კალათბურთის ფარებითაა აღჭურვილი.
როგორც ჯაბა ჯიშკარიანმა განაცხადა, მსგავსი დონისა და ხარისხის სტადიონი რაიონში პირველად გაკეთდა, რაც მათი მხრიდან მომავალ თაობაზე ზრუნვითა და ცხოვრების ჯასაღი წესის ხელშეწყობით არის განპირობებული.
,,ჩვენ ვზრუნავთ ახალგაზდობასა და, შესაბამისად, მათ მომავალზე. ამიტომ ყველა იმ წამოწყებას, რაც მომავალი თაობისთვის იქნება სასარგებლო და აუცილებელი, ყოველთვის დავუჭერთ მხარს’’,-განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა და აღნიშნა, რომ სამომავლოდ მთაწმინდის რაიონში კიდევ არაერთი სპორტული სტადიონის გახსნა იგეგმება.
,,ჩვენ ხშირად ვიღებთ დახმარების თხოვნით წერილებს მოსახლეობისგან, სხვადასხვა სპორტული ობიექტიდან და სკოლიდან, რაზეც შესაბამის რეაგირებას მყისიერად ვახდენთ’’,- განაცხადა დეპუტატმა.
სტადიონის გახსნას, ჯაბა ჯიშკარიანთან ერთად, მთაწმინდის რაიონის გამგებელი გელა არჩვაძე და ფეხბურთელი გიორგი დემეტრაძე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები