კახა კალაძე: თუ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდება, გასაკვირი არ არის

ბიძინა ივანიშვილმა რომ მიიღოს გადაწყვეტილება, ჩაერთოს, დაბრუნდეს პოლიტიკაში, ვფიქრობ, გასაკვირი არ არის, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა.
ენერგეტიკის მინისტრი, ჟურნალისტებთან საუბრისას, მმართველი გუნდის წევრის, ზვიად ძიძიგურის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, კოალიცია “ქართული ოცნება” 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობას ისევ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით მიიღებს.
“რაც შეეხება ბატონ ბიძინა ივანიშვილს – თქვენ იცით, რომ ,,ქართული ოცნება” ამ ადამიანმა დააფუძნა. შესაბამისად, ის, რომ მან მიიღოს გადაწყვეტილება, ჩაერთოს, დაბრუნდეს პოლიტიკაში, ვფიქრობ, გასაკვირი არ არის, თუმცა მე ბატონი ბიძინას მაგივრად გამიჭირდება, რაიმე პასუხი გავცე ამ კონკრეტულ კითხვას”,- განაცხადა კალაძემ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესაძლებლობასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები