ვაზისუბანში შს სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის ბინა გაქურდეს

ქურდობა პარტია „რეფორმატორების“ ერთ-ერთი წევრის, ნიკოლოზ კირვალიძის სახლში მოხდა. უცნობმა პირებმა კირვალიძის სეიფი, ცეცხლსასროლი იარაღი, ფული და ძვირფასეულობა წაიღეს. კირვალიძე ყოფილი სამართალდამცავი იყო.
მომხდარი ფაქტი „კვირას“ შს სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ქურდობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 177 – ე მუხლით დაიწყო. პარტიის წევრები მომხდარს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებენ და რამდენიმე დღის წინ ფსიქოტროპული მედიკამენტების თემაზე გაკეთებულ განცხადებებს უკავშირებენ. პარტია „რეფორმატორების“ დამფუძნებელი ირაკლი ღლონტი პოლიტიკურად დაგეგმილ ძარცვაზე საუბრობს.
„ჩვენთვის ცნობილია, რომ ძალიან ბევრჯერ ძალიან ბევრ ადამიანზე, ვინც შეეხო ამ ფსიქოტროპული მედიკამენტების თავისუფალად ვაჭრობას ქალაქში და მთელი საქართველოს მასშტაბით, მათზე განხორციელდა მუქარები,“ – განაცხადა ირაკლი ღლონტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები