აბანოთუბანში მეჩეთი გაქურდეს
თბილისში, აბანოთუბანში, მეჩეთი გაქურდეს. გავრცელებული ინფორმაციით, მეჩეთის კარი დღეს დილით იქ მისულ მლოცველებს გატეხილი დახვდათ.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე (ქურდობის) მუხლით არის აღძრული.