გიორგი ოქროპირიძის საქმის მოსამართლემ სხდომის დახურვის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძის დაცვის მხარის შუამდგომლობა სასამართლო განხილვების დახურვასთან დაკავშირებით საქმის მოსამართლემ ეკა არეშიძემ არ დააკმაყოფილა.
ბრალდებულის თქმით, სხდომის დახურვა მიზანშეწონილია მისი ოჯახის უსაფრთხოებისთვის. როგორც გიორგი ოქროპირიძემ სასამართლო დარბაზში განაცხადა, ნაფიცი მსაჯულების პირობებში საქმის განხილვის პირველ ეტაპზე მასზე, მისი ოჯახის წევრებზე და ადვოკატებზე ზეწოლა და მუქარა ხორციელდებოდა.
ბრალდების მხარე პროცესის დახურვასთან დაკავშირებით დაცვის მხარის შუამდგომლობას არ დაეთანხმა. პროკურორის თქმით, სხდომის დახურვის აუცილებლობის დასაბუთება ვერ მოისმინა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, აუდიო და ვიდეოჩაწერა, ასევე ფოტოგადაღება აკრძალულია. მოსამართლემ მიიჩნია, რომ აღნიშნული ზეგავლენას მოახდენს ნაფიც მსაჯულებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები