პროკურორი აიუფ ბორჩაშვილის საქმეზე: ბრალდების მხარის მოწმე კონტრტერორისტული ცენტრის წარმომადგენელია
პროკურორი ზვიად ფხაკაძე აიუფ ბორჩაშვილის და მასთან ერთად სამი ბრალდებული პირის საქმესთან დაკავშირებით, ბრალდების მხარეს მიერ წამოდგენილ მოწმეზე საუბრობს. მისი თქმით, მოწმე კონტრტერორისტული ცენტრის წარმომადგენელია და სასამართლოს მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდის.
“ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია მხოლოდ ერთი მოწმე. ხსენებული პიროვნება არის საქართველოს კონტრტერორისტული ცენტრის წარმომადგენელი, რომელიც სასამართლოს მიაწვდის ძალიან მნიშვნელოვან ინფოერმაციას, რაც უშუალოდ უკავშირდება ბრალდებულების მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს. სამწუხაროდ, მის სახელს და გვარს ვერ დაგისახელებთ”, – განაცხადა პროკურორმა.
აიუფ ბორჩაშვილისა და მასთან ერთად სამი ბრალდებული პირის საქმის განხლვა გრძელდება. დღეს ბრალდების მხარეს მოწმეებს დაკითხავენ. სავარაუდოდ, დღევანდელი პროცესი დახურული იქნება.