დიდი ბრიტანეთის თვითმფრინავებმა „ისლამური სახელმწიფო“ დაბომბეს
დიდი ბრიტანეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავებმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციები დაბომბეს. ავიაიერიში მას შემდეგ მიიტანეს, რაც ბრიტანეთის პარლამენტმა ამ ქვეყანაში სამხედრო ოპერაციის ჩატარებას მხარი დაუჭირა.
როგორც „ბი-ბი-სის“ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, Tornado ტიპის ოთხი თვითმფრინავი კვიპროსის ავიაბაზიდან აფრინდა და „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციები დაბომბა. დიდი ბრიტანეთი გასული წლიდან ერაყში, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ოპერაციაში მონაწილეობს.