კალიფორნიაში სროლის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კალიფორნიაში მომხდარი სროლის შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, რამდენიმე ადამიანმა ქალაქ სან-ბერნარდინოში ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის შენობას ცეცხლი გაუხსნა. ასევე რამდენიმე პირი დაიჭრა. პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელთა ვინაობა დადგენილი არ არის. ცნობილია მხოლოდ, რომ ისინი ავტომატებით იყვნენ შეიარაღებულები და ჯავშანჟილეტები ეცვათ. გამოძიებაში, პოლიციის გარდა, აშშ-ის გამოძიებათა ფედერალური ბიუროს თანაშმრომლებიც მონაწილეობენ. სამართალდამცველები ტერაქტის ვერსიას არ გამორიცხავენ.