ხვალ, ნაფიცი მსაჯულების პირობებში, გიორგი ოქროპირიძის საქმის არსებითი განხილვა დაიწყება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, ნაფიცი მსაჯულების პირობებში, ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძის საქმის არსებითი განხილვა დაიწყება. პროცესი 11:00 საათისთვისაა ჩანიშნული.
თბილისის საქალაქო სასამართლოში, 30 ნოემბერს დასრულდა ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის შერჩევა ლაშა მახარაძის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე. გიორგი ოქროპირიძეს ბრალად ედება ლაშა მახარაძის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, კერძოდ – არაერთგზის; მასვე ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება. გიორგი ოქროპირიძის მიმართ, ნაფიც მსაჯულთა პირველმა შემადგენლობამ ვერდიქტი ვერ მიიღო, რის შემდეგაც ახალი შემადგენლობის შერჩევის პროცესი დაიწყო და რამდენიმე თვე გაგრძელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები