სოზარ სუბარის ავტომანქანა ავარიაში მოჰყვა – არის მსხვერპლი

სოფელ მარანში, სამტრედიის და აბაშის გზაგასაყარზე, რკინიგზის გადასასვლელთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომანქანა, რომელსაც საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მძღოლი მართავდა, წინ მიმავალ ტაქსის შეეჯახა. შემთხვევის დროს ავტომობილში იმყოფებოდა თავად სოზარ სუბარიც. მომხდარის შედეგად ტაქსის მძღოლი გარდაიცვალა. როგორც “კვირას“ დევნილთა სამინისტროში განუცხადეს, მინისტრი და მისი მძღოლი არ დაშავებულან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები