თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ცნობით, საბურთალოს რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, პეკინის გამზირის, კოსტავას და პეტრიწის ქუჩების მცხოვრებლებს. გეგმური სამუშაოების გამო 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის მცხოვრებებს. სამგორის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის “დ” ქუჩის და კოლოუბნის ქუჩის მცხოვრებებს. ვაკის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს. კრწანისის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების, ფონიჭალის III, IIIა მიკრორაიონების, ღოღობერიძის, ჟორდანიას და სურგულაძის ქუჩების მცხოვრებებს. ისნის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), სართიჭალას, ქურხულის, ხერხეულიძის, იზაშვილის, ბადიაურის და ფოსტის ქუჩების მცხოვრებებს. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები