2 დეკემბერი

11:00
საქართველოს პარლამენტის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემები: ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, ოლქების გაერთიანება; საარჩევნო სიები; „სააკასვილის სასამართლო“ გირგვლიანის მკვლელების შეწყალების საქმეზე; ცვლილებები ადამიანის თავისუფლებისთვის. „კვირას“ ახალი მისამართია: ბათუმის ქუჩა #15 (წერეთლის „მაგდონალდსის“ წინ ასახვევი და ხელმარჯვნივ პირველივე ჩასახვევი, „მაესტროს“ ყოფილი შენობა). საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.

11:30

ექსპერტი ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებში დემურ გიორხელიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება და ეკონომიკური სანქციები და საქართველოს მხრიდან რუსეთის ბაზრის ათვისება. „კვირას“ ახალი მისამართია: ბათუმის ქუჩა #15 (წერეთლის „მაგდონალდსის“ წინ ასახვევი და ხელმარჯვნივ პირველივე ჩასახვევი, „მაესტროს“ ყოფილი შენობა). საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.

10:00 სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” ევროკავშირის ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე დაესწრება.

10:00 

თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე მდგრადი მუნიციპალური მომსახურების საკითხებზე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სემინარს დაესწრება. მის. : სასტუმრო „ტიფლის პალასი“, გორგასლის ქ. #3. საკონტაქტო პირი : ნინი მთვარაძე 598 141 151

11:00

 “პირველ პრესკლუბში” “მემარცხენე ალიანსის” ლიდერი კახა ძაგანია ბრიფინგს გამართავს. თემები: პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში მოსვლა, პენსიის ზრდა, სხვა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ. საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

11:00 

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული აქციის ფარგლებში, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლათა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორი თამუნა ბარკალაია შეხვდება. მის: მერაბ ალექსიძის 8 – ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი.

11:30″პირველ პრესკლუბში” “ერისთავების საადვოკატო ბიურო”-ს უფროსი იურისტი მარიამ გაბაშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: საბაკო გარანტია – ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა თუ უსაფუძვლო გამდიდრების საშუალება, უზენასი სასამართლოს გადაწყვეტილება. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ. საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

11:30

„რეპორტიორის“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დათო ლორთქიფანიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: ტერორიზმის საფრთხეები, გამოწვევები საქართველოს; რუსეთ-თურქეთს შორის არსებული ვითარება; 2016 წლის ბიუჯეტი, პენსიები და ხელფასების ზრდა; ახალი მთავარი პროკურორი, ახალი კადრები და განსახორციელებელი გეგმები.

12:00

“პირველ პრესკლუბში” „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ ხელმძღვანელი გრიგოლ გაგნიძე ბრიფინგს გამართავს. თემები: მოწმის დაკითხვის ინსტიტუტი, მნიშვნელოვანი ცვლილებები სისხლის სამართლის კანონმდებლობაში; რატომ არ უნდა შეეზღუდოთ კონტრდაზვერვის სამსახურებს მოსმენებზე წვდომა. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ. საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

12:00

საერთაშორისო პრეს-ცენტრში „რია ნოვოსტი“ ვიდეოხიდი მოსკოვი-თბილისი თემაზე: „საერთაშორისო ტერორიზმი, საფრთხე „დიდი კავკასიის“ რეგიონისათვის“ პრესკონფერენციას გამართავს.

12:00

 „რეპორტიორის“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ქანთარია ბრიფინგს გამართავს. თემა: ტერორიზმის საფრთხეები, გამოწვევები საქართველოს; რუსეთ-თურქეთს შორის არსებული ვითარება; 2016 წლის ბიუჯეტი, პენსიები და ხელფასების ზრდა; ახალი მთავარი პროკურორი, ახალი კადრები და განსახორციელებელი გეგმები.

12:00

ორგანიზაცია „მოქალაქე“ კონკურსის „სტუდენტები თვითმმართველობისათვის“ ფარგლებში მართავს პროექტს „სტუდენტები ბიზნესის მხარდასაჭერად“, რომელსაც ახორციელებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. შეხვედრას ორგანიზაცია „მოქალაქის“ წარმომადგენლები და პროექტში მონაწილე ექსპერტები დაესწრებიან. მისამართი: შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (მინდელის ქუჩა N9).

12:00

სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ კერძო ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის (PPI) მეორე ეტაპის პრეზენტაცია გაიმართება.

15:00

თსუ მე-7 კორპუსში (მისამართი: ქ.წამებულის №55) “თსუ ახალგაზრდული ცენტრი” გაიხსნება.

16:00

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება მსოფლიოში ცნობილი ინგლისურენოვანი სახელმძღვანელოების “სტატისტიკა ბიზნესისა და ეკონომიკისთვის“ ქართულ ენაზე თარგმანების პრეზენტაცია.

18:00

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კინოცენტრ „აფხაზეთის“ ათი წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან თსუ, საქართველოს ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრები.

10:00

სასტუმრო Betsy’s პროგრამის „ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში (WMTR)“ ორგანიზებით გაიმართება „საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაციის“ (WMA) პრეზენტაცია, სადაც მოწვეული იქნებიან დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და სამთვარობო უწყებების წარმომადგენლები.

14:00

ქ. ქუთაისში, სასტუმრო ბაგრატში, მეკალმახეობის სექტორში ჩართულ პირთა ფორუმი გაიმართება. ფორუმის მიზანია სექტორის მონაწილეთა თავმოყრა, რათა განვიხილოთ მეკალმახეობასთან დაკავშირებული გამოწვევები და შესაძლებლობები.

19:00

„არტ-ჰოლში“ ხალხური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი „ნართების“ კონცერტი გაიმართება. მისამართი: ნაძალადევის რაიონი, დადიანის ქ. 26 (სკვერთან).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები