ოსეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი “ნართები”კონცერტისთვის ემზადება
ოსეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი “ნართები” 5 დეკემბერს, 19.00 საათზე, „არტ-ჰოლში“ კონცერტს გამართავს.
ანსამბლი “ნართები” 2007 წელს ჩამოყალიბდა ადმინისტრაციის კულტურის დეპარტამენტის უფროსის, ქორეოგრაფ ომარ ხუბაევის ინიციატივით, რომელიც დღემდე ანსამბლის კონსულტანტია. მიუხედავად “ახალგაზრდა” ასაკისა, “ნართებმა” მრავალი ჯილდოს მოპოვება მოასწრო. იგი ხშირად მონაწილეობს როგორც საერთაშორისო, ასევე ჩვენი ქვეყნის ფარგლებში გამართულ ფოლკლორულ ფესტივალებსა და კონცერტებში. ანსამბლი მრავალი პრემიის და გრან-პრის მფლობელია. “ნართებმა” წარმატება დაარსების პირველივე პირველ წელს მოიპოვა, ფოლკლორული ანსამბლების საერთაშორისო კონკურსზე, გრან-პრი გადაეცა. გრან-პრით დაბრუნდა ანსამბლი 2008 წელს თურქეთის ქალაქ ბურსაში გამართული ქორეოგრაფთა საერთაშორისო კონკურსიდან სახელწოდებით “ოქროს ყარაგიოზი”, 2009 წელს კი ევროპაში ჰანთქმულ შაულაიას (ლიტვა) საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალზე გრან-პრისთან ერთად მაყურებლის სიმპათიის პრიზიც გადაეცა.
2010 წელს “ნართები” გერმანიასა და იტალიაში საერთაშორისო ქორეოგრაფიულ ფესტივალებში მონაწილეობდა. ორივე ქვეყანაში ანსამბლს გრან-პრისთან ერთად წილად მაყურებლის დიდი მოწონებაც ერგო. 2011წელს ანსამბლი ეწვია პორტუგალიას, სადაც საერთაშორისო ფოლკლორულ ფორუმზე გრან-პრი დაიმსახურა. ანსამბლ “ნართების” სამხატვრო ხელმძღვანელია გოგიტა თათულაშვილი, ქორეოგრაფ–რეპეტიტორი დავით კალანდაძე.