გიორგი პაპუაშვილი გაერთიანებული სამეფოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი ლონდონში გაერთიანებული სამეფოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ლორდ დევიდ ნიუბერგერს შეხვდა.
მხარეების შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. მხარეებმა სამომავლოდ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ ეს გიორგი პაპუაშვილის პირველი სამუშაო ვიზიტია დიდ ბრიტანეთში, სადაც დევიდ ნიუბერგერის გარდა შეხვედრები დაგეგმილია გაერთიანებული სამეფოს ინტერპარტიული საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე ჯონათან ჯანოგლუსა და საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორ მაიკლ ტათჰამთან.