არჩილ ხაბაძე ბელორუსული მედიის წარმომადგენლებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ბელორუსული მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. წამყვანი მედიასაშუალებების ჟურნალისტები რეგიონში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მოწვევით იმყოფებიან.
მედიატურის მიზანია ზამთრის ტურისტული პოტენციალის გაცნობა და პოპულარიზაცია ბელორუსი ტურისტების მოსაზიდად. არჩილ ხაბაძე პირადად ესაუბრა ჟურნალისტებს საახლწლო პროგრამებისა და ზამთრის კურორტის „გოდერძი რეზორთსის” შესახებ. შეხვედრაზე საუბარი იყო ასევე ბელორუსიასთან რეგიონის ჭრილში არსებულ ურთიერთობებზე, გამართულ ბიზნესფორუმზე „ბათუმი-მინსკი”, ასევე, ბათუმის მიმართულებით ავიაფრენებზე და ბოლო წლებში ბელორუსი ტურისტების ნაკადის ზრდაზე.
შეხვედრის ფარგლებში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენელმა რეგიონის ტურიზმის პოტენციალის სპეციალური პრეზენტაცია და კურორტ „გოდერძის” საიმიჯო კლიპი წარადგინა. უახლოეს მომავალში ბელორუსულ მედიაში აჭარა-ბათუმის შესახებ საინფორმაციო-სარეკლამო ხასიათის ტელესიუჟეტები, სტატიები და ანონსები გავრცელდება. მედიატურის ფარგლებში აჭარაში იმყოფებოდნენ ტელარხ „ბელარუს 1“-ის და და მეორე ნაციონალური არხის ОНТ-ს წარმომადგენლები. ასევე, საინფორმაციო სააგენტოს БЕЛТА, გაზეთის Комсомольская правда в Беларуси და წამყვანი ინტერნეტპორტალების ფოტოგრაფები და ჟურნალისტები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები