სოზარ სუბარმა და ტარიელ ხეჩიკაშვილმა დუშეთში სავარჯიშო მოედანი გახსნეს

 

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა დუშეთში ქუჩის სავარჯიშო მოედანი გახსნეს.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გასართობ პარკებში გამაჯანსაღებელი მოწყობილობები სამინისტროს ინიციატივით საქართველოს მასშტაბით “სპორტის ინფრასტრუქტურის, რეაბილიტაციისა და სპორტული ინვენტარის განახლების პროგრამის” ფარგლებში მოეწყო. კერძოდ, 30 მუნიციპალიტეტში, მათგან: 2013 წელს – 8 მუნიციპალიტეტში; 2014 წელს – 12 მუნიციპალიტეტში; 2015 წლის ბოლომდე კი პარკებში გამაჯანსაღებელი მოწყობილობები 20 მუნიციპალიტეტში გაიხსნება, მათგან 10 მუნიციპალიტეტში უკვე დასრულებულია. შესასრულებელია დამონტაჟების სამუშაოები 10 მუნიციპალიტეტში: ხაშურში, ახალციხეში, თიანეთში, საჩხერეში, ყაზბეგში, მესტიაში, სენაკში, წალენჯიხაში, ხელვაჩაურში, ამბროლაურში. საქართველოს მასშტაბით ქუჩის სავარჯიშო მოწყობილობების მონტაჟზე ამ დროისთვის 300 ათასი ლარია დახარჯული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები