საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება ISQua-ს წევრი გახდა
საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება ჯანმრთელობის დაცვის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების (ISQua-ს) წევრი გახდა. აღნიშნული ორგანიზაცია მსოფლიოს მასშტაბით ლიდერ ორგანიზაციას წარმოადგენს და სამედიცინო ხარისხის ამაღლების საკითხებზე მუშაობს.
ორგანიზაციის ეგიდით ხორციელდება სამედიცინო განათლებისა და სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის ეროვული და საერთაშორისო პროგრამები, ისევე, როგორცა კრედიტაციის სტანდარტების შეფასება.
დღეიდან საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებას, როგორც ამ საზოგადოების ინსტიტუციონალურ წევრს, ISQua-ს ლოგოს გამოყენების უფლება მიენიჭა.