მეცნიერებმა დაადგინეს, თუ როგორ დაკარგეს გველებმა ფეხები

მეცნიერებმა დაადგინეს, გველებმა კიდურები იმიტომ კი არ დაკარგეს, რომ წყალში ცხოვრებისთვის უფრო ადაპტირებულები ყოფილიყვნენ, არამედ იმიტომ, რომ სოროებში უნდა ეცხოვრათ. ამის შესახებ ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი.
მეცნიერებმა გველის ორმეტრიანი წინაპრის – Dinilysia patagonica თავის ქალა შეისწავლეს, რომელიც დედამიწაზე 90 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. განსაკუთრებული ყურადღება მკვლევარებმა რეპტილიის შიდა ყურის აგებულებას დაუთმეს. აღმოჩნდა, რომ ის ისევეა მოწყობილი, როგორც ყური იმ ცხოველებისა, რომლებიც სოროებს თხრიან და იქ ბინადრობენ. თანამედროვე გველებს კი, რომლებიც სოროებში არ ცხოვრობენ, არამედ წყალში ან მიწის ზედაპირზე ბინადრობენ, ყური სხვანაირად აქვთ მოწყობილი. სტატიის ავტორები ამბობენ, რომ მათი კვლევის შედეგები გველების ევოლუციაში ახალ აღმოჩენას წარმოადგენს. გამოდის, რომ გველებმა ფეხები იმიტომ დაკარგეს, რომ რაღაცა მიზეზის გამო სოროებში ცხოვრების წესზე გადავიდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები