საგამოფენო ცენტრში „2 კლიმატის ცვლილების პოლიტიკის გააზრება და პარიზის კონფერენცია“ – მნიშვნელობაზე იმსჯელეს

პარიზის გაეროს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის რიგით 21-ე კონფერენციის პარალელურად, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“, „20C: კლიმატის ცვლილების პოლიტიკის გააზრება და პარიზის კონფერენცია“, – მნიშვნელობაზე იმსჯელეს.
შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გრიგალავამ მიმართა.
როგორც “კვირას” გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, საერთო გამოწვევას მსოფლიოში სათბურის აირების ემისიების შემცირება წარმოადგენს, რათა მოხდეს გლობალური დათბობის შეზღუდვა 2°C-ზე ქვემოთ. ასევე მნიშვნელოვანია ადაპტაცია კლიმატის არსებულ ცვლილებასთან.
პარიზში ერთ-ერთი მთავარი ამოცანა უნივერსალური, იურიდიულად სავალდებულო კლიმატური შეთანხმების დადებაა, რომელიც ძალაში 2020 წელს შევა. შეთანხმებამ მსოფლიოს საშუალება უნდა მისცეს, კლიმატურ ცვლილებებს შეებრძოლოს და გზა გაუკვალოს დაბალ-ნახშირბადიან საზოგადოებასა და ეკონომიკაზე გადასვლას. პარიზის სამიტს შეუძლია ითამაშოს მნიშვნელოვანი, წამყვანი როლი გლობალური ემისიების შემცირების გზაზე და გააერთიანოს საერთაშორისო მხარდაჭერა ერთობლივი ძალისხმევის მიღწევის მიზნით. ამ სამიტამდე 164 ქვეყანამ, რომლებზეც მოდის სათბურის გაზების გლობალური ემისიების 90%-ზე მეტი, მათ შორის ევროკავშირმა და საქართველომ, წარმოადგინეს თავიანთი სავარაუდო წვლილი პარიზის კლიმატის შეთანხმებაში. კონფერენცია ევროკავშირის წარმომადგენლობა, ClimaEast პროექტის მხარდაჭერით გაიმართა, რომლის მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით.
უწების ინფორმაციით, კონფერენციას ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, საფრაგნეთის ელჩი, გარემოსდაცვითი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები