რეინჯერებმა ღორების უკანონოდ მონადირების ფაქტი გამოავლინეს

ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის რეინჯერებმა, მკაცრი დაცვის ზონაში სამართალდარღვევის ფაქტი გამოავლინეს. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბრაკონიერთა ჯგუფმა დაცულ ტერიტორიაზე, ორი გარეული ღორი უკანონოდ მოინადირეს. მათივე ცნობით, ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა შესაბამის ორგანოებს. მინდინარეობს გამოძიება.

ამოღებულია შვიდი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები.

შეგახსნებთ, რომ ნადირობა სახლემწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში და მათ გარეშემო 500 მეტრიან ზონაში საქართველოს კანონმდებლობით იკრძალება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები