მალის პოლიციამ სასტუმროზე თავდასხმის ორი მონაწილე დააკავა

მალიში პოლიციამ სასტუმრო „რედისონზე“ თავდასხმის ორი მონაწილე დააკავა. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, პოლიციამ ეჭვმიტანილთა კვალს ერთ-ერთი თავდამსხმელის მობილური ტელეფონით მიაგნო. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
შეგახსენებთ, რომ 20 ნოემბერს მალის დედაქალაქ ბამაკოში სასტუმრო „რედისონზე“ თავდასხმის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა. ტერორისტებმა მძევლად 170 ადამიანი აიყვანეს. სპეცოპერაციის დროს ორი ბოროტმოქმედი მოკლეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფებებმა „ალ-მურაბიტუნმა“, „ალ-ქაიდამ“ და „კე-მასინის გათავისუფლების ფრონტმა“ აიღეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები